X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ილია ბეგიაშვილმა დეპუტატებს საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის ვითარება გააცნო

25 ოქტომბერი 2019

საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით წელს არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა გააცნო.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებში დაფინანსდა 8 ბაღის მშენებლობა, რასაც 4 მლნ ლარზე მეტი მოხმარდა,  ხოლო სხვადასხვა სახის რეაბილიტაცია ჩაუტარდა 213 ბაღს და ამისთვის 6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მიმდინარე წელს, დაფინანსდა 6 ბაღის მშენებლობა (ღირებულებით 1 350 ათასი ლარი), ხოლო 46 ბაღის რეაბილიტაციას 7 მლნ ლარამდე მოხმარდა.